ყირიმში უკვე განგაშია : რუსეთი ნახევარკუნძულის მუზეუმების “ევაკუაციას” ამზადებს

ოკუპანტები ყირიმში გაქცევის სცენარის გასამეორებლად ემზადებიან, რომელიც ხერსონიდან გაქცევისას გამოიყენეს. რუსეთის ფედერაციას დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე მუზეუმების „ევაკუაციის“ მიზნით შესაფუთი მასალა შემაქვს.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ყირიმის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, სამუზეუმო კოლექციებს საფრთხე უკვე ემუქრება. რუსებმა შეძლება ძვირფასი ექსპონატები მოიპარონ.

“კოლექციების ევაკუაციისთვის საჭირო  შესაფუთი მასალა ყირიმის ზოგიერთ მუზეუმში შეიტანეს. ინსაიდერული ინფორმაციის თანახმად, ევაკუაცია შეიძლება დაიწყოს, თუ დამპყრობლის ჯარებს პერეკოპში გაიყვანენ. ყირიმის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, ე.წ. ევაკუაცია” შესაძლოა, უფრო ადრე დაიწყოს, უკრაინის  შეიარაღებული ძალების დნეპრის მარცხენა სანაპიროზე შეტევითის დაწყების პარალელურად. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსების  გაქცევა ხერსონიდან: როგორ გაიტანეს ოკუპანტებმა მუზეუმები და ძეგლები

ნოემბერში, როდესაც რუსებმა გაიგეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ძალიან ახლოს იყვნენ, დაიწყეს ქურდობა და ხერსონიდან ძეგლებისა და სამუზეუმო ექსპონატების გატანა. ოკუპანტებმა ქალაქიდან გაიტანეს პრინცი გრიგორი პოტიომკინის ნეშტი, მანამდე კი ალექსანდრე სუვოროვისა და ფიოდორ უშაკოვის ძეგლები მოიპარეს. რუსები ამბობენ, რომ “სიწმინდეები“ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაიტანეს, რათა უკეთ დაიცვან და შეინახონ.

გარდა ამისა, რუსებმა  „ევაკუაციის“ საფარქვეშ ხერსონის ხელოვნების მუზეუმი გაძარცვეს და იქიდან ექსპონატები და საოფისე ტექნიკაც კი გაიტანეს.