ყირიმში წვრთნების შემდეგ ჯარი დისლოკაციის ადგილს უბრუნდება – რუსეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სამხრეთ რეგიონის სამხედრო ქვედანაყოფებმა წვრთნები დაასრულეს და ყირიმიდან დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან.

უწყების ცნობით, ბაზებს უბრუნდება ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები.

“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გრძელდება ჯარების ოპერატიული მომზადების მასშტაბური ღონისძიებების კომპლექსი, რომელშიც მონაწილეობას იღებს პრაქტიკულად ყველა სამხედრო ოლქი, ფლოტი, საჰაერო-სადესანტო ძალები.

სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, სწავლების ფარგლებში სასწავლო-სამხედრო ამოცანების შესრულების შემდეგ უკვე დაიწყეს სარკინიგზო და სატრანსპორტო ტრანსპორტის დატვირთვა და დაიწყეს გადაადგილება თავიანთ სამხედრო გარნიზონებში, – ვკითხულობთ რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.