ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუეა – კობახიძე ISFED-ზე

“ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუეა “- ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცესკოს შედეგებისა და PVT-ს მონაცემების თანხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა.

“უნდა აღინიშნოს, რომ PVT-ის ხარვეზი რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენა მორიგ საბაბად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმისთვის, რაც სათანადო რეაგირებას საჭიროებს. აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე გახშირებული თავდასხმების, მათი შეურაცხყოფის, უხეში ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდის ფონზე, რასაც ისინი გასული დღეების განმავლობაში აქტიურად აწარმოებენ”, – განაცხადა კობახიძემ.