„პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო დიდი ხანია გავიდა კანონმდებლობის ჩარჩოებიდან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ამ სისტემაში ადგილი ჰქონდა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ამჟამადაც მიმდინარეობს არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების სახით ეს წამება და არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისად, ამ ინსტიტუციის მხრიდან, ახლა რაიმე ადეკვატური მოქმედების იმედი არ მაქვს.

დღითიდღე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ყოველ წუთას მოსალოდნელია გარდაცვალება. სწრაფად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. შავით თეთრზე წერია დიაგნოზი დასკვნაში, რომელიც არის გათავისუფლების სტანდარტში“. 

ამის შესახებ, “ემპათიის” დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. მისი თქმით, სიტუაცია საგანგაშოა, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.