“სამწუხაროდ, ყოველ 1 000 ახალ შემთხვევაზე საშუალოდ იქნება 10-15-17 გარდაცვალების ფაქტი. ეს მედიცინის კანონია და ამ შემთხვევაში ამ დაავადების მიმდინარეობის კანონზომიერება. სამწუხაროდ, გარდაცვალების ციფრები გვაქვს მაღალი ბოლო კვირების განმავლობაში, რაც დაკავშირებულია ძირითადად შემთხვევების მომატებულ რაოდენობასთან. შემთხვევების რაოდენობა სტაბილიზირდება, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი სამწუხაროდ ჯერ დარჩება, რადგან საკმაოდ ბევრი მძიმე ავადმყოფია კლინიკებში, მხედველობაში მაქვს ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში. ეს ასეა ყოველთვის, გარდაცვალების გარკვეული პიკი მოსდევს ხოლმე ახალი შემთხვევების პიკს დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ“

თქვა NCDC-ის ხელმძღვნელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.