“მინდა ვთქვა მიხეილ სააკაშვილზე, მე მას არ ვიცნობ და არასდროს შევხვედრილვარ, არავის ვიცნობ მისი გუნდიდან და არავის უთხოვია ჩემთვის ამ პოსტის დაწერა.

მე, ჩემდა სამარცხვინოდ, საკმაოდ სუსტი წარმოდგენა მაქვს ქართულ პოლიტიკაზე და შესაძლოა არასწორად ვთქვა. მეტად ჩემდა სამარცხვინოდ, მე, იმის გავლენით, რომ ჩემი მეგობარი დაბომბვის ქვეშ იმყოფებოდა ცხინვალში, 2008 წელს დავწერე პოსტი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ქართველების მისამართით. ამის გამო ბოდიში მოვიხადე და კვლავ ბოდიშს ვიხდი, თუმცა ვიცი, რომ ამ მხრივ ჩემს აზრს საქართველოში დიდი წონა არ აქვს.

თუმცა, მაინც გადავწყვიტე დავწერო, როგორც ადამიანმა და ქრისტიანმა, რადგან ძალიან რთულია ამის ყურება.

სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი იტანჯება, და მთელი საქართველო ცუდადაა იმის გამო, რაც ხდება და ეს არ არის კარგი მათთვისაც, ვისაც ენდომებოდა სააკაშვილის ციხეში გაჩერება სიკვდილამდე.

მე მჯერა საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის. ეს მაგარი ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია ყველაფერი განვითარებისთვის. მე მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება (და სად არ არის ეს?) იქნება მშვიდობიანად და უსაფრთხოდ გადაწყვეტილი.

მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ეს პატიმრობა საზარელი და უგულოა. ეს ურტყამს ევროპულ არჩევანს. ეს ურტყამს განვითარებას, ამცირებს ნორმალური მომავლის შანსებს. ეს აქვეითებს მორალს და ავსებს ქვეყანას ბოროტებით.

გასაგებია, რომ ეს დაპირისპირება განრისხებული და ემოციებით სავსეა. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს აქვთ [რაღაც] შესახსენებელი და სამაგიეროს გადასახდელი.

სწორედ ამაზე მინდა ვთქვა და მოვუწოდო, თუ ვინმე გაიგებს. არ არის საჭირო შურისძიება, თუმცა კი ძალიან გინდათ. ამ შურისძიების გამო დაზარალდება მთელი საქართველო. ეს ჩიხური გადაწყვეტაა, სტრატეგიულად ყველასთვის არახელსაყრელი და სასტიკი.

ჩვეულებისამებრ, ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ თითოეულს სურს სახის შენარჩუნება. ყველას სურს აჩვენოს, რომ ის კი არ გადატეხეს, არამედ მან გადატეხა ყველა. მაგრამ ხელისუფლება უნდა იყოს მეტად მოწყალე, ვიდრე მისი ოპონენტები. ის ხომ ხელისუფლებაა.

სააკაშვილი ძალიან ავადაა და ყველა საუბარი სიმულაციაზე – სისულელეა. დამიჯერეთ, ციხე იწოვს ჯანმრთელობას ნებისმიერი ადამიანისგან დიდი სისწრაფით. მისი პირობითი სასჯელით სამკურნალოდ გათავისუფლება, ან ისეთი რამის გაკეთება, რაც მხარეებს კანონის დაცვისა და სახის გადარჩენის საშუალებას მისცემს, ყველაზე სწორი იქნებოდა.

ახლა ვნების კვირაა, შემდეგ კი აღდგომის. ახლა კარგი დროა რთული, მაგრამ გულისხმიერი ნაბიჯისთვის ქვეყნის კეთილდღეობისა და ერის შერიგების ნაბიჯისთვის. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ოპონენტებს, გადადგან ეს ნაბიჯი ქრისტიანული წყალობისა და მშვიდობის დამყარების სულისკვეთებით”

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საპატიმროდან წერილს აქვეყნებს.