შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება ჩიხშია შესული – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, შავი ზღვის მარცვლეული შეთანხმება ჩიხშია შესული. გუშინ, 25 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა მარცვლეულის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.მათი მტკიცებით, 23 მარტს და 24 აპრილს უკრაინამ დაარღვია შეთანხმების გარანტიები, რომლებსაც თურქეთი უზრუნველყოფდა და ოკუპირებულ სევასტოპოლის სანაპიროზე განლაგებულ შავი ზღვის ფლოტს უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უეკიპაჟო კატერები გამოუშვეს ოდესის პორტის მიმდებარე წყლებიდან.

“უკრაინული უეკიპაჟო კატერების მოძრაობის მიმართულების ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა მათგანი გაუშვეს ოდესის პორტის აკვატორიიდან, რომელიც “შავი ზღვის ინიციატივის” რეალიზაციისთვისაა განკუთვნილი. მათი განლაგება მოხდა ჰუმანიტარული დერეფნის რაიონში, რომელიც უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გატანისთვისაა გააქტიურებული”. – წერია განცხადებაში.