შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა გადაარჩინეს 170 მოქალაქე, მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს – 23. გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია. მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს. არ შევიდნენ წყალში შტორმის დროს. არ შევიდნენ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვონ ბავშვები უყურადღებოდ.