შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში შევიდეს. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში შესვლის თაობაზე. დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ და გავაგრძელოთ რეჟიმის ჩამოშლა, მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით”. – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ასრულებენ იმ მხარდამჭერების მოთხოვნას, ვინც Facebook-გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა და მის პარლამენტში შესვლას მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის, ელენე ხოშტარიასთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატების გაუქმებას. აღნიშნული საკითხი პლენარულ სხდომაზე მომდევნო კვირას განიხილება.