შანსები საქართველოსთვის, გახდეს ნატოს წევრი, უფრო მაღალია, ვიდრე უკრაინის – არესტოვიჩი

კრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ შანსები საქართველოსთვის, გახდეს ნატოს წევრი, უფრო მაღალია, ვიდრე უკრაინის.

”გაძლიერდებიან ძველი მხარდამჭერები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოც უნდა იყოს ნეიტრალური. თუმცა, მათი გაძლიერება არ ნიშნავს, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ნატოს წევრი. შანსები საქართველოსთვის გახდეს ნატოს წევრი უფრო მაღალია ვიდრე უკრაინის, უბრალოდ სიდიდიდან გამომდინარე. რუსეთის ფედერაციამ ეს კომპრომისულად შეიძება ჩათვალოს. 4 მილიონიანი საქართველო, თქვას, რომ არ წარმოდგენს დიდ საფრთხეს რუსეთის ფედერაციისთვის. 40 მილიონიანი უკრაინა კი წარმოადგენს. ამიტომ ისინი შეიძლება გაცვლაზე წავიდნენ. უკრაინა არა და საქართველო კი. თუმცა ეს ზოგადი საუბარია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ ომის შედეგებზე. როცა რუსეთის პოზიციები დასუსტდება და მათი პოზიციები ვინც თვლის რომ უკრაინა და საქართველო ნატოში უნდა იყოს, გაძლიერდება.” –  განაცხადა არესტოვიჩმა.