შარდით სირბილს ჯობდა დებატებში მოსულიყო – დეკანოიძე კალაძეზე

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ კახა კალაძე ოპონენტებთან დებატებზე უარს იტყოდა.

მისი თქმით, “შარდით სიბრილს” ჯობდა კალაძე დებატებზე დამჯდარიყო.

“მას არ აქვს უნარი, გაუმკლავდეს დებატებს. მეორე, პოპულისტური განცხადებები ნაცვლად, რომელიც გულისხმობდა ტესტის ჩაბარებას და უკაცრავად ამ გამონათქვამისთვის, შარდით სირბილს, ჯობდა დებატებში მოსულიყო და აეხსნა მოქალაქეებისთვის, რატომ უნდა დაუჭირონ ქართულ ოცნებას კიდევ მხარი. მაგრამ მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ კახი კალაძე, ღარიბაშვილი, კობახიძე არის ერთი, ქართული ოცნება არის ერთი და უდრის ბიძინა ივანიშვილს. ასეა, როდესაც ხელს არ გიწყობს შინაგანი ინტელექტი და გეშინია, რა თქმა უნდა, დებატებშიც კონკურენტებთან არ დაჯდები”,– განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ოთხმა დამოუკიდებელმა ტელევიზიამ – ფორმულამ, კავკასიამ, ტვ პირველმა და მთავარმა არხმა კახა კალაძეს, გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას დებატები შესთავაზეს, რაზეც კალაძემ უარი თქვა.