შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

ამ წუთებში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

შეხვედრის შემდეგ პრემიერმინისტრი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს ჩამოფრინდა. მისი მიზანი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში ჩართვაა. შვედი დიპლომატი თბილისში 2 დღის განმავლობაში დარჩება.