შარლ მიშელის რეაგირება კვლავ არ იყო ვითარების ადეკვატური – ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადება ვითარების ადეკვატური არ იყო.

„სამწუხაროდ, კვლავ არ იყო ადეკვატური ვითარების პრეზიდენტ მიშელის რეაგირება და ეს განცხადება, მაგრამ როდესაც ჩვენი საზოგადოება მისცემს ადეკვატურ რეაქციას ამ რეჟიმს შემდეგი ოქტომბრის არჩევნებზე, რათქმაუნდა, თავისუფალი სამყარო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იქნებიან მხარდამჭერები საქართველოს დემოკრატიის და სუვერენიტეტის.

ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადგილზე და შემდეგ ამ მოქმედებას დაეწევა ადეკვატური რეაქცია ყველა ჩვენი პარტნიორის და პრეზიდენტს მიშელისაც მათ შორის,“- ამბობს ბოკერია.

ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დღეს განცხადება გაავრცელა და პარტიებს მოუწოდა, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას.

მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.