ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.

“საქართველოში პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ განმეხილა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები”,– წერია მის განცხადებაში.

ის მოუწოდებს პარტიებს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას, დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.