შარლ მიშელს ვუთხარით, რომ ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია – ხაზარაძე

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მას უთხრეს, რომ გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია.

“დავაფიქსირეთ, რომ ოპოზიციას არასდროს უარი არ უთქვამს დიალოგზე. ვუთხარით, რომ ქვეყანა არის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და პანდემიურ კრიზისში, ქვეყანა არის გაყოფილი ორად, საზოგადოება არის დაპირისპირებული, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რომ მომავალში სახელმწიფოებრივი მშენებლობა გავაგრძელოთ არის რიგგარეშე არჩევნები. სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ – ეს შეიძლება გადიოდეს პლებისციტის ფორმაზე, ან პირდაპირ დანიშვნაზე. ხაზი იყო გასმული, რომ პოლიტიკური დევნა ქვეყანაში უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების იარაღად გამოყენება ოპონენტების მიმართ”,– თქვა ხაზარაძემ შეხვედრის შემდეგ.

ის იმედოვნებს, რომ სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს მიიღებენ.