შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთვის აპარატიდან მოხსნილია.

„შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ არიან. ჩვეულებრივ სპონტანურ სუნთქვაზე არიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურები და ადეკვატურები არიან“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.