შაქარაშვილის ჩანთაზე დნმ-ის 5 ახალი კვალი დააფიქსირეს – მათ შორის ბრალდებულების დნმ არ აღმოჩნდა

შუალედური ექსპერტიზის შედეგად , გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთაზე დნმ-ის 5 ახალი კვალი დააფიქსირეს, მათ შორის ბრალდებულების დნმ არ აღმოჩნდა. ამის შესახებ პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა ისაუბრა.

5 დნმ-ის ნიმუშიდან, ერთი დადასტურებულად გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნის, მეორე – პირს, რომლისგანაც შაქარაშვილმა ითხოვა ჩანთა, დანარჩენი 3-ის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

“ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც მკვლელობაში ბრალდებულების ბიოლოგიურ მასალას, ისე თავდასხმაში ბრალდებულებს. ასევე, იმ პირებს, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან  ე.წ. საბურთალოს მხარე. ჩანთაზე ამოვიდა შაქარაშვილის დნმ პროფილი და იმ პირის დნმ პროფილი, ვისგანაც ჩანთა ითხოვა”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთა არაგვის ხიდთან იპოვა და სწორედ მას შემდეგ იქცა საქმის მთავარ ნივთმტკიცებად.