შევაგინე! კი, მე მივწერე და ყველამ იცოდეს რომ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ! – ელისაშვილი

“შევაგინე! კი, მე მივწერე და ყველამ იცოდეს რომ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ!” – ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

”ტაბულამ დადო ჩემი პირადი მიმოწერა ვიღაც გარეწართან – gaius marius oboba-სთან, რომელიც აგდებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახს – ჩემს ცოლს და ჩემს შვილებს! კი, პირადად მას ამ ვიღაც ობობას ფსევდონიმს ამოფარებულ ნაძირალას მივწერე რომ თუ ჩემ ოჯახს აწი რაიმე კონტექტსში კიდევ მოიხსენიებდა … და ნუ მერე შევაგინე! კი, მე მივწერე ზუსტად და ყველამ იცოდეს რომ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ არავის! ძალიან კარგად ვიცი რაცაა თმენის ვალდებულება. ძალიანაც ბევრს ვითმენ და ბევრისგან მომითმენია, იმიტომ რომ პოლიტიკაში ვარ და პოლიტიკოსი ვარ. მაგრამ არის წითელი ხაზები და უპირველესი წითელი ხაზი არის ოჯახი! მე რამდენიც გინდა მაკრიტიკეთ, მლანძღეთ, შეურაცხყოფაც მომაყენეთ ჯანდაბას, მაგრამ ოჯახი არის ხელშეუხებელი და წმინდა და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ არავის! ეს იცოდეს ყველამ ობობებმაც, მისმა პოლიტიკურმა მფარველებმაც და ყველამ” – წერს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, Facebook-ის მომხმარებელმა, გაიუს მარიუს ობობამ მოქალაქეების ლიდერთან, ალეკო ელისაშვილთან მიმოწერა გაასაჯაროვა. მისი განცხადებით, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ მიწერა, რაც ნიუსი გააზიარა სათაურით – “ფეისბუქი გავუთიშე ჩემს ცოლ-შვილს, რომ ის ჭუჭყი არ მოესმინათ და გაეგოთ, რასაც ჩემზე ამბობდნენ – ალეკო ელისაშვილი”. ელისაშვილს არ მოეწონა გაიუს მარიუს ობობას შეკითხვა – “ჩაურთე?”