შევთანხმდით სანქციებზე, რომელიც შეაფერხებს რუსეთის ეკონომიკას – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ სანქციები შეაფერხებს რუსეთის ეკონომიკას.

„დღეს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ შევთანხმდებით ეკონომიკური სანქციების მასიურ პაკეტზე, რომელიც დროულია და რუსეთის ეკონომიკას შეაფერხებს“, – აცხადებს ჯონსონი.

მანვე აღნიშნა, რომ ევროპამ ასევე ერთობლივად უნდა შეწყვიტოს ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულება. ჯონსონის განმარტებით, ისეთ სანქციებს დააწესებენ, რაც რუსეთს არასდროს უნახავს.