შევიმუშავეთ ადგილები, სადაც პარტიებს საარჩევნო პლაკატების განთავსება შეეძლებათ – კახა კალაძე

“შევიმუშავეთ ადგილები, სადაც პარტიებს საარჩევნო პლაკატების განთავსება შეეძლებათ -” დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ქალაქში რამდენიმე კონკრეტული ადგილი განისაზღვრა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პლაკატების განთავსება შეეძლებათ.

“საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შევიმუშავეთ ქალაქის მასშტაბით, რომელიც უკვე გადაეგზავნა თბილისის საკრებულოს. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ნუსხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. დოკუმენტში მოცემულია ადგილები, სადაც არის შესაძლებელი საარჩევნო პლაკატების გაკვრა”, – განაცხადა  თბილისის მერმა.