“შევშფოთდი, რომ “ხაბე” დაჩაგრეს, გამოიყენეს და მერე გააგდეს. ეს არის ფაქტი, მეტი არაფერი. მის ნაცვლად ბოკუჩავა დანიშნეს. არ ვიცი, მისი არჩევა რა კრიტერიუმით მოხდა. “ხაბე” მონდომებული და მებრძოლი ბიჭი იყო და აგერ, ბუნების ძალებს იმორჩილებდა, როცა საჭირო იყო. ბოკუჩავაში მებრძოლი სული და ეროვნულობა რა ნახეს, არ ვიცი. ეს მის დამნიშნავებს უნდა ვკითხოთ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ პარტიაში ბრძოლაა გავლენებისთვის. ბელადი მივიწყებულია. ბელადი გამოცოცხლდა და უნდა, რომ არჩევნებში თავისი კვოტა მიიღოს. ამას ვერ იღებს იმიტომ, რომ დასავლეთიდან დაკვეთა მოვიდა, ამ უსამშობლოების ლიდერი იყოს არა ბელადი სააკაშვილი, არამედ აგერ, მადამ პრეზიდენტი. შესაბამისად, ბელადმა თავისი ფსონების დადება დაიწყო და თქვა, “ნაცებს” გავემიჯნები და რასაც მიიღებთ, ნახავთო. ეტყობა ბელადის ეს მოთხოვნა გაითვალისწინეს. მათი რეიტინგი მილევად რეჟიმშია და შეიძლება, საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერიც ვერ გადალახონ,”

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.