შეზღუდვების მოხსნა არ არის დამოკიდებული ვაქცინაციის დაწყებაზე – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნა ვაქცინაციის არა დაწყებაზე, არამედ დასრულებაზეა დამოკიდებული.

მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში საყურადღებო სიტუაციაა, რადგან ყოველდღიურად კორონავირუსის 300–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

”შეზღუდვების მოხსნა არ არის დამოკიდებული ვაქცინაციის დაწყებაზე, არამედ დამოკიდებულია ვაქცინაციის დასრულებაზე. როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა იქნება აცრილი, რაც წლის ბოლომდე გვაქვს დაგეგმილი, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ შეზღუდვებზე და რეგულაციებზე ნელ-ნელა უარი. თუ ადამიანები, ჩვენ, დავიცავთ პირბადის მოხმარების წესს, დავიცავთ დისტანციის წესებს, ბიზნესი თუ დაიცავს რეგულაციებს, მაშინ პრობლემები არ იქნება.

თუ არ იქნება ეს წესები დაცული, ეს ისევ ბიზნესს დაარტყამს. ყველაფერი დამოკიდებულია, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში. დღეს საყურადღებო სიტუაცია გვაქვს, რადგან დღეში 300-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება’’, – განაცხადა პაატა იმნაძემ ”ბიზნეს ფორმულასთან’’ საუბრისას.