შეთანხმებაზე ხელმომწერმა ოპოზიციამ საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციამ საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო. ისინი ამ წუთებში “ლელოს” ოფისში იკრიბებიან.

“შეთანხმების თანახმად, ჩვენ უნდა დავიწყოთ ძალიან სწრაფად მუშაობა საარჩევნო შესაბამის საკანონდემბლო ცვლილებებზე. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ, დღეს გვექნება შიდა კონსულტაციები ოპოზიციაში და შემდეგ გაგრძელდება კონსულტაციები როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობით. დღევანდელი შეხვედრა არის სწორედ ოპოზიციის საერთო პოზიციის შესაჯერებელი შეხვედრა”,– თქვა სალომე სამადაშვილმა.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალ ქართულ ოცნებასთან გასვლითი შეხვედრა ექნებათ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს “ამერიკის და ევროპის მხარეც”.

“ჩვენ ამ შეხვედრაზე მივალთ კონკრეტული ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომელსაც შემიძლია დავარქვა რომ არის ქართული ინოვაციები. ადმინისტრაციაზე კონკრეტულად ვართ შეთანხმებული, რომ 8 წევრი უნდა ჰყავდეს ოპოზიციას”,– აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.