შეთანხმების ანულირება – სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი განცხადებას ავრცელებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ეხმიანება “ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას.

მისი თქმით, ეს პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის.

“19 აპრილის შეთანხმებიდან პარტია ქართული ოცნების გასვლა ძირს უთხრის აუცილებელი რეფორმებით ქვეყნის წინსვლას და პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის”– წერს ნედ პრაისი ტვიტერზე,