შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნა მიღწეული – ვიოლა ფონ კრამონი მელიას გათავისუფლებაზე

“შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნა მიღწეული ” – ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, ენმ-ის თავჯდომარის,ნიკა მელიას გათავისუფლებას. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, Twitter-ზე წერს.

”ნიკა მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნა მიღწეული. ახლა უმნიშვნელოვანესია, ვკონცენტრირდეთ სხვა საკითხებზე, რაც თანამშრომლობას მოითხოვს მხარეებს შორის და ხელს შეუწყობს პარლამენტს, გახდეს უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე. დანარჩენი ოპოზიცია მოწვეულია, რომ შეუერთდეს შეთანხმებას.”- წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ, რუსთავის #12 ციხე დღეს, 10 მაისს დატოვა. პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით 9 მაისს მიმართა. სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.