შეიარაღებულმა მამაკაცმა კაპიტოლიუმთან ავომობილით ბარიერი გაარღვია, შემდეგ კი თავი მოიკლა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტომობილით გაარღვია ბარიერი, რამდენჯერმე  ჰაერში გაისროლა, მას შემდეგ კი, რაც პოლიცია მიუახლოვდა,  თავი მოიკლა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.

ინციდენტი კვირას დილით მოხდა. კაპიტოლიუმის შენობა ამერიკის კონგრესის სამუშაო სივრცეა. კონგრესმენები და სენატორები აგვისტოში შვებულებაში არიან. პოლიციის ინფორმაციით ეჭვმიტანილის მიზანი სავარაუდოდ მათზე თავდასხმა არ ყოფილა. მას იარაღი არც პოლიციელებისთვის დაუმიზნებია. ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

უცნობია მამაკაცის ვინაობაც. პოლიცია მისი პიროვნების შესწავლაზე მუშაობს.