შეიძლება, ადამიანი ენმ-ს მხარდამჭერი იყოს, მაგრამ მე მაძლევდეს ხმას – კალაძე

“შეიძლება, ადამიანი ენმ-ს მხარდამჭერი იყოს, მაგრამ მე მაძლევდეს ხმას ” – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას და აცხადებს, რომ მისი რეიტინგი “ქართული ოცნების” რეიტინგს შესაძლოა აღემატებოდეს კიდეც.

” შეიძლება, ჩემი რეიტინგი ჩვენს პარტიაზე მეტიც იყოს, არიან ადამიანები ვინც შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერდეს მხარს, მაგრამ მოსწონდეს ჩემი გაკეთებული საქმეები. შეიძლება, ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს, მე მაძლევდეს ხმას, ბევრია ასეთი ადამიანიც.”- აცხადებს კალაძე.