შეიძლება გადაწყვეტილება არ იყოს მხოლოდ ექსტრადიცია – კულება სააკაშვილზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან მუდმივი კონტაქტი აქვთ და ამჟამად საქმეს სწავლობენ.

“ადვოკატებს აქვთ მასთან კონტაქტი. კონსულს აქვს შეუფერხებელი წვდომა. მასთან უკვე შედგა რამდენიმე საუბარი, სადაც მისი პოზიცია გავიგეთ. ასევე, გავიგეთ ადვოკატების პოზიცია. ამჟამად საქმის იურიდიულ საქმეს ვსწავლობთ, ვარჩევთ საუკეთესო ალგორითმს, რომელსაც ამ ვითარებაში გამოვიყენებთ”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, შეიძლება მათი გადაწყვეტილება არ იყოს მხოლოდ სააკაშვილის ექსტრადიცია.

“კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში არ ვტოვებთ. ამიტომ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას რა გზით ვიმოქმედოთ, და ეს შეიძლება მხოლოდ ექსტრადიცია არ იყოს, მოგაწვდით ინფორმაციას”,– თქვა დმიტრი კულებამ.