”[ხალხის ძალის კანონპროექტი] ანალოგი ნამდვილად არ არის [ამერიკული კანონის], გამომდინარე იქიდან რომ ბევრად უფრო დარბილებულია. ამერიკული კანონი რომ იყოს ევროპულ სივრცეში გადმოტანილი, ეს იქნებოდა წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ევროპული კანონმდებლობისგან განსხვავებით, ამერიკული არის ბევრად უფრო უხეში. ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი.

მე რუსული კანონი არ წამიკითხავს. არ ვიცი, შეიძლება ნედ პრაისს აქვს წაკითხული რუსული კანონი, შეიძლება დაინტერესდა ამით, მე ნამდვილად არ ვკითხულობ რუსულ კანონებს, ეს ინტერესი უბრალოდ არ მაქვს.

თუ საუბარია იმაზე, რომ არ ჰგავს ეს კანონი ამერიკულ კანონს, მაშინ უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. მე დამცველად ვერ გამოვდგები ამ კანონის ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ ჩვენ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული ამ კანონის გარშემო, მაგრამ, რაც შეეხება თვითონ შედარებას, მე რაც მაქვს წაკითხული, ეს კანონპროექტი, რაც ინიცირებულია ხალხის ძალის მიერ, რეალურად არის ბევრად უფრო რბილი, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი”.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნედ პრაისის განცხადებასთან დაკავშირებით.