შეიძლება ოცნება ისეთ კომპრომისზე წავიდეს, ვთქვათ, აგაშენებთ ღმერთი-თქო – ელისაშვილი

ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ ყველაფერზე დაწვრილებით ისაუბრებენ.

“ჩვენ ვართ შეთანხმებული, რომ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ, რითიც ამდენი ხანი ჟურნალისტებიც დაიტანჯნენ, ჩვენც დავიტანჯეთ, ხალხიც დაიტანჯა, ყველაფერზე დაწვრილებით ვილაპარაკებთ. ხვალ არის მოლაპარაკება და ვნახოთ, შეიძლება ისეთ გონივრულ და სერიოზულ კომპრომისზე წავიდეს ქართული ოცნება, რომ ჩვენც ვთქვათ აგაშენებთ ღმერთი-თქო“,– განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე–3 რაუნდი უნდა შედგეს. ფასილიტატორები კვლავ ევროკავშირის და აშშ–ს ელჩები იქნებიან.