შეიძლება საბაბს ეძებდა, რომ წასულიყო და იპოვა – ჯაფარიძე გახარიაზე

გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ გახარია შესაძლოა გადადგომის საბაბს ეძებდა და იპოვა.

“არ ვიცი, რამდენად მოსალოდნელი იყო [გახარიას გადადგომა] და რაღაც თვალსაზრისით, სიურპრიზიც იყო, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მოარულ ამბებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის აპირებდა გადადგომას, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის აპირებდა გადადგომას და საბაბს ეძებდა, რომ წასულიყო და იპოვა ახლა საბაბი, ივანიშვილი ოდნავ გადაიწია კულისებში და წავიდა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მგონია, რომ ის, რომ საჯარო მიზეზად დაასახელა ის, რაც დაასახელა, რომ ეს უკავშირდება გუშინდელ გადაწყვეტილებას მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, ეგ მგონია ძალიან მნიშვნელოვანი”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება და ხელისუფლების მიერ შეთანხმების შესრულებაა.