შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო – კუჭავა ფაილებზე

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კალაძის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შესაძლოა საჭირო გახდეს საგამოძიებო კომისიის შექმნა.

“ეს ის საკითხია, რომელზეც საპარლამენტო სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, ეს საკითხი არ შეიძლება იქნას ასე უბრალოდ დახურული და გატარებული. შეიძლება და ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი და შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო, მეტი სანდოობისთვის, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებს მონაწილეობას”,– ამბობს კახა კუჭავა.

მისივე განცხადებით, ეს სხდომა არჩევნების დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს, რადგან ასეთი პრაქტიკა არ არსებობს და ამ საკითხზე ოპოზიციაშიც არ არის ერთობა.