“შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, საშინლად მლიქვნელური” – მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილთან შეხვედრებს იხსენებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხთან”, გადაცემაში “დღის სტუმარი” ჩართვისას გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, რამდენჯერმე მასთან შეხვედრა ითხოვა.

“ერთი-ორჯერ მოითხოვა ბიძინა ივანიშვილმა ჩემთან შეხვედრა და შევხვდი, შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური, ეს ახასიათებთ ასეთ ადამიანებს, ვინც მათ ზემოთაა, უნდა ემლიქვნელონ და ვინც ქვემოთ არის, უნდა დაჩაგრონ და ამიტომ მძულს მლიქვნელები. ერთერთ შეხვედრაზე მან შემოგვთავაზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა, მინისტრებისთვის ბინების შეძენა და მე ვუთხარი, არც გაიფიქროთ ეს საერთოდ!”, – გაიხსენა მიხეილ სააკაშვილმა.