”შემოდის ზარი ჩემი 9 წლის შვილის ელენეს ტელეფონზე უცხო ნომრიდან.ანუ ელენეს ურეკავდნენ, რომ პატარა გოგო ვისი ხარ? მამას რა ჰქვია? ნომერი?” – წერს ამის შესახებ, პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე და აქტივისტი ანა კვანჭილაშვილი სოციალურ ქსელში.
”შემოდის ზარი ჩემი 9 წლის შვილის ელენეს ტელეფონზე უცხო ნომრიდან.
დაჟინებით რეკავს და ვიღებ.
მე: გამარჯობა, რომელი ხართ?
ის: თქვენ?
მე: ვისთან რეკავთ?
ის: გამომძიებელი ვარ და საბა ჯაჯანიძეს ვეძებ.
და იქ რაც მოხდა ამის შემდეგ, ალბათ ენით არ გადმოიცემა.
ბოლოსკენ, როცა ყველაფრისგან გული მოვიოხე, მე: და ახლა, მას შემდეგ რაც გავარკვიეთ, თქვენი ადამიანობის შესახებ ყველაფერი, მე ხომ არ შემიძლია რამით დახმარება?
ის: დიახ, საბას ნომერს ხომ არ მეტყვით?
მე: ანუ 9 წლის ელენეს ნომერი იცით და საბასი არა? არა არ გეტყვით.
ის: ბოდიში ქალბატონო.
ანუ ელენეს ურეკავდნენ, რომ პატარა გოგო ვისი ხარ? მამას რა ჰქვია? ნომერი?
რა ვიცი მე გეუბნებით, ესენი აღარ არსებობენ, დასრულებულები არიან, დიდი ხანი გვჯიჯგნეს და გვიჭირს დაჯერება, თორემ ფიქციაა მათი არსებობა და იმედია, მალე გავუსწორებთ თვალს და გავიხედებით მომავლისკენ, სადაც უამრავი საქმე გვაქვს”. – წერს ანა კვანჭილაშვილი.