შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ – ბიძინა ივანიშვილი ავტოკატასტროფაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შატილში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ივანიშვილის განცხადება Facebook-ზე პარტიამ გაავრცელა.

შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს, – წერს ბიძინა ივანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.