შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც, – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, პარტია „ლელოს“ წევრ საბა ბუაძეს. საბა ბუაძემ სცდომაზე, თბილისის მერს “კორუმპირებული ” უწოდა.
“მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ”, – განაცხადა საბა ბუაძემ.