კორუმპირებული ხართ! – საბა ბუაძე და კახა კალაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის საკრებულოს წევრი ლელოდან, საბა ბუაძე და თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბუაძემ მას კორუმპირებული უწოდა, რასაც ოცნების დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.

“მე მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ, არამხოლოდ პერსონალური გამდიდრებისა და კორუფციის თვალსაზრისით, არამედ პარტიის სასარგებლოდ…

არ სჭირდება კალაძეს დაცვა, დიდი ბიჭია, დაცვაში თამაშობდა ბოლოს და ბოლოს. შეურაცხყოფას გვაყენებთ თქვენ თბილისელებს, როცა ხან ხალხს გამოქანებისკენ მოუწოდებდით, ათას შეურაცხყოფას აყენებდით, თქვენ ხართ პოლიტიკური ცინიზმის დიდოსტატი”,- მიმართა მან კალაძეს.

მერმა მას მუქარით უპასუხა, რომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მტკივნეულ პასუხს მიიღებს.

“ოპოზიციის პრაქტიკაა შეურაცხყოფის მიყენება. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა, შეურაცხყოფის მიეყენებას არავინ გაგიტარებთ და ყოველთვის მიიღებთ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც, დაიმახსოვრე ეს”,- თქვა კახა კალაძემ.