შეუძლებელია იმის ახსნა თუ რატომ არ ახდენს „ოცნება“ სააკაშვილის ჰოსპიტალიზირებას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში – მელიას

შეუძლებელია იმის ახსნა თუ რატომ არ ახდენს „ოცნება“ სააკაშვილის ჰოსპიტალიზირებას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„შეუძლებელია იმის ახსნა თუ რატომ ჯიუტობს ასე „ქართული ოცნება“ და რატომ არ ახდენს ჰოსპიტალიზირებას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში სააკაშვილის, თუ რაიმე სხვა ბოროტი განზრახვა არ აქვს. ამიტომ არანაირი შესაძლებლობა და უფლება არ უნდა მიეცეს „ქართულ ოცნებას“ გლდანის ციხეში გადაყვანის. წინა წელს 600-მდე პატიმარია გადაყვანილი კერძო სამოქალაქო საავადმყოფოებში. ეს რომ გამონაკლისი იყოს, რის დაშვებასაც ჩვენ ვითხოვთ კიდევ შეიძლება გამეგო არგუმენტი „ოცნების“ წიაღიდან რომელიმესი, მაგრამ ეს არის აპრობირებული გზა, როდესაც მრავალპროფილურ საავადმყოფოში პატიმარი გაყავთ, მით უფრო, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ეხება და არის წუხილი ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებაში და გთხოვენ, რომ ეს ასე გააკეთე და არ აკეთებ, მაშინ საზოგადოება უნდა ვიყოთ ფხიზლად“, – განაცხადა მელიამ.