შეუძლებელი შეძლო ბიძინა ივანიშვილმა, რომ ეს დიქტატურა მოეშორებინა ქვეყნის სათავეებიდან – ირაკლი ღარიბაშვილი

“ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ქვეყანას არ ჰყოლია”- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 8 წლის წინ, დემოკრატიის არავითარი ნიშანწყალი არ შეინიშნებოდა. 8 წლის წინ, ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდა თითქმის უკვე გაფორმებულ დიქტატურაში. ჩვენს მოსახლეობას, რომ არა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი ორგანიზებით დაწყებული კამპანია, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დიქტატურული რეჟიმის შეცვლის არავითარი შანსი არ ჰქონდა. მე მინდა მივმართო ყველას, დავფიქრდეთ, რა პირობებში ვცხოვრობდით მაშინ. ის საქართველო შევცვალეთ და მთავარი გარდამტეხი ცვლილებები მოხდა 2012 წელს. ჩვენს ხალხთან ერთად შეუძლებელი შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა, რომ ეს დიქტატურა მოეშორებინა ქვეყნის სათავეებიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.