შეშფოთებული ვართ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით – გაერო

”შეშფოთებული ვართ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით”-გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ჩვენ განსაკუთრებულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში იმ ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტის დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გარეშე გაუქმებით, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და ევალება პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა.

სამსახურის გაუქმებასა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევაზე დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემზარავი მესიჯია ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელ ინსტიტუტებისთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.

“ჩვენ შეგახსენებთ გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2015 წლის რეკომენდაციას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის შესახებ, რომელშიც შეშფოთება გამოთქმულია რისკზე, რომ ზედმეტად ფართო იურისდიქციამ, იქნება ეს ექსკლუზიური თუ დისკრეციული, შეიძლება ამოცანა ძალიან გაართულოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებზე, რომლებიც არ შედიან წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის ძირითად ჯგუფში”. – წერია განცხადებაში.