“ძალიან შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით. ჩემი სრული სოლიდარობა მაია სანდუს და მთელ მოლდოვას.

ევროპის დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობა არის რისკი ნებისმიერი ჩვენგანისთვის”

ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დნესტრისპირეთში მიმდინარე მოვლენებს. ცნობისთვის, 25-26 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. გუშინ უკრაინის დაზვერვამ განცხადა, რომ რუსეთი დნესტრისპირეთზე სარაკეტო თავდასხმას ამზადებს, რამაც შესაძლოა, მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი გამოიწვიოს.