შეშფოთებული ვარ ხელისუფლების გადაწყვეტილებით – ურმას პაეტი მელიას დაკავებაზე

ევროპარლამენტარი, ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ურმას პაეტი ნიკა მელიას დაკავებით შეშფოთებულია.

“ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაეკავებინა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. უთანხმოებების გადაჭრისთვის ძალის გამოყენების ნაცვლად, საჭიროა შესაბამისი დიალოგი პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრულებლად.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე სვლა და დემოკრატიის გაძლიერება. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ”,– წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.