“შეცდომა იყო, აღარ განმეორდება” – კირთაძეზე თავდამსხმელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

ბათუმში, ენმ-ის წევრზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაო, 5 ათასი ლარის ოდენობით, შეუფარდა. მას ასევე აეკრძალა კირთაძესთან მიახლოება.

ბრალდებული იოსებ სირაბიძე გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება:

”ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული, რომელიც აღარ განმეორდება”- განაცხადა სირაბიძემ.