“შეხედეთ, როგორც მაფიოზური ჯგუფის ლიდერს” – ნავალნის ცოლი დასავლეთს მოუწოდებს, პუტინი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარონ

მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი და ვლადიმირ პუტინი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარონ.

“შეხედეთ პუტინს, როგორც მაფიოზური ჯგუფის ლიდერს. თქვენ გაიგებთ, მის სისასტიკეს, ცინიზმს, ფუფუნებისა და ძალადობის მიმართ მიდრეკილებას, ასევე ტყუილისა და მკვლელობის სურვილს. ყველა მისმა ლაპარაკმა რელიგიაზე, ისტორიაზე, კულტურასა და პოლიტიკაზე შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს დასავლელები. მაგრამ რუსეთში ყველამ იცის, რომ განგსტერებს ყოველთვის უყვარდათ დიდი ჯვრების ფრიალი, ეკლესიებში პოზირება და საკუთარი თავის წარმოჩენა, თითქოს უმაღლესი სამართლიანობისა და ტრადიციული ღირებულებებისთვის მებრძოლები იყვნენ.” – განაცხადა ნავალნაიამ.