შვეიცარიამ გერმანიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აუკრძალა

შვეიცარიამ გერმანიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აუკრძალა. . ინფორმაციას Reuters-ი შვეიცარიულ გამოცემა SonntagsZeitung-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიას უკრაინისთვის Marder-ის საბრძოლო მანქანები უნდა მიეწოდებინა. აღნიშნულ მანქანებში კი შვეიცარიაში წარმოებულ დეტალებია გამოყენებული.  ეკონომიკურ საკითხებში შვეიცარიის სამდივნოს სპიკერის თქმით, მათ გერმანიისგან უკრაინაში საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ ორი მოთხოვნა მიიღეს. “ორივე მოთხოვნას უარყოფითი პასუხი გაეცა, რადგან ქვეყანა ნეიტრალურია”.

შვეიცარია, აცხადებს, რომ ნეიტრალური სტატუსი არ იძლევა კონფლიქტის ზონებში იარაღის მიწოდების უფლებას.