შინდისის გმირის, საფლავის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურიაში საფლავების გაქურდვისთვის წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს, მათ შორისაა, სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის — რუსლან წულაძის საფლავი, საიდანაც ალუმინის ნაკეთობა მოიპარეს.

“ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ქალაქ ზესტაფონში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნაკეთობები ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, — წერია განცხადებაში.