შოვში გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

რაჭაში შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას, ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრი უდასტურებს.

მაშველები სამძებრო ღონისძიებებს ამ დრომდე აგრძელებენ. მეწყრულ ზონაში 25 მოქალაქეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.