შოვში სამაშველო ვერტმფრენი მეწყრის ჩამოწოლიდან 3 საათში ჩაფრინდა

სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი კურორტი შოვის ტერიტორიაზე  მეწყრის ჩამოწოლიდან 3 საათში ჩაფრინდა

სტიქიის ზონაში, სამაშველო ოპერაცია იწყება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ერთი სამაშველო ვერტმფრენი უკვე ჩავიდა, მეორე ვერტმფრენს კი წუთი-წუთზე ელოდებიან. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილიც ჩავიდა.

არსებული ცნობით, მეწყრულ ზონაში სამაშველო ოპერაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.

მოგვიანებით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული სოფელ შოვის ხიდი მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო გ, რის გამოც გზის ამ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. უწყების ინფორმაციით ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და უმოკლეს ვადებში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში, მეწყერმა 16 ადამიანი მოყიოლა. როგორც ადგილობრივები „საქართველოს ამბებს“ უცხადებენ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის 6 არასრულწლოვანია.

მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე იმყოფებიან.