შოვში, სტიქიის ზონიდან 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვი გამოიყვანეს

ფოტო: მთის ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით მაშველებმა სტიქიის ზონიდან 12 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვი.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 40-მდე ადამიანი იმყოფება.