“შოთაძე არსად არ წავა” – ზურაბ ჯაფარიძე მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს

“შოთაძე არსად არ წავა” – ამის შესახებ პარტია, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ჯაფარიძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც დენიელსონის მედიაციით გამართულ ოპოზიციის ლიდერებსა და ხელისუფლებას შორის, მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით,მედიატორები ცდილობდნენ ტექსტის ისეთი ვერსიის დადებას, რომელზეც ოცნებას აღარ ექნებოდა პრეტენზია, თუმცა ყველა პუნქტთან მიმართებაში,  ნაცვლად იმისა რომ წამოსულიყო შეთანხმების შესაძლებლობისკენ, ყოველ ჯერზე სულ უფრო შორს მიდიოდა მედიატორების მიერ შემოთავაზებული პუნქტებისგან.

“ისევ მოლაპარაკებებზე

რადგან კვლავ ისმის ე.წ. ‘შუაშისტ’ ამომრჩეველზე გათვლილი იაფფასიანი ტექსტები – ‘ორივე მხარის ბრალია’, ‘ორივე უპასუხისმგებლოა’, ‘არც ერთს არ უნდა შეთანხმება’ და ა.შ.

მაგალითზე ავხსნი რა მოხდა, უფრო გასაგები რომ იყოს

ისეთ თემას ავიღებ, რომელზე შეთანხმებაც შეუძლებელია, რადგან ბიძინა არასოდეს დათმობს – პროკურატურა

ტექსტის პირველ ვერსიაში ეწერა – გენერალური პროკურორის არჩევას მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტში ოპოზიციის 1/3-მა

რამდენადაც ვხვდები ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ხედვიდან, რომელიც მედიატორებმა პირდაპირ ჩასვეს ტექსტში

ჩვენ ამაზე დავთანხმდით

ტექსტის მეორე ვერსიაში ეწერა – გენერალური პროკურორის არჩევას მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტში დეპუტატთა 2/3-მა

აშკარა გაუარესება იყო. ჩვენ ეს ვთქვით. მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მივხვდით რატომ მოხდა ეს გაუარესება

ტექსტის მესამე ვერსიაში ეწერა – გადაიხედება საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესი

მესამე ვერსიის განხილვა უკვე ერთობლივად მოხდა, ოცნებასთან ერთად, სადაც მათ დააფიქსირეს პოზიცია, რომ:

1. შოთაძე არსად არ წავა

2. რაც არ უნდა ჩაიწეროს ამ შეთანხმების ტექსტში, ძალაში შევა შემდეგი გენ. პროკურორის არჩევის მომენტისთვის

3. ოპოზიციის 1/3-ის მხარდაჭერის ჩადება მათთვის მიუღებელია

4. პარლამენტის წევრების 2/3-ის მხარდაჭერაც მათთვის მიუღებელია, რადგან ეს საჭიროებს კონსტიტუციის ‘მუდმივ’ მუხლში ცვლილების შეტანას

5. ამიტომ თანახმა არიან მხოლოდ საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე

ანუ, არაფერზე

ტექსტში უნდოდათ ყოფილიყო ჰაერი, სიცარიელე, რომელსაც მოგვყიდდნენ როგორც რეფორმას

ამ დროს ჩვენთვის (ნუ ყველაზე თავს ვერ დავდებ, ზოგი ახლაც ვერ ხვდება, მაგრამ ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად) ნათელი გახდა რატომ ხდებოდა ტექსტის გაუარესება:

მედიატორები ცდილობდნენ ტექსტის ისეთი ვერსიის დადებას, რომელზეც ოცნებას აღარ ექნებოდა პრეტენზია

ვინც გაიგეთ ზემოთ რაც დავწერე გენერალურ პროკურორზე, ახლა წარმოდიგინეთ ზუსტად იგივე ყველა სხვა პუნქტთან მიმართებაში

ზუსტად იგივე!

ყველა სხვა პუნქტთან მიმართებაში!

საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, სასამართლო, პოლიტპატიმრები, ხელახალი არჩევნები, ძალაუფლების დანაწილება

ყველა პუნქტთან მიმართებაში, ოცნება, ნაცვლად იმისა რომ წამოსულიყო შეთანხმების შესაძლებლობისკენ, ყოველ ჯერზე სულ უფრო შორს მიდიოდა მედიატორების მიერ შემოთავაზებული ტექსტის პირველი ვერსიიდან

მიუხედავად იმისა რომ დარიგებულ ტექსტებს გვართმევდნენ ყოველი რაუნდის შემდეგ (რომ გარეთ არ გამოგვეტანა) – ყველა პუნქტის შინაარსის ‘ევოლუცია’ მახსოვს ზეპირად

უკლებლივ ყველასი

საბოლოო ჯამში მედიატორებმა დაინახეს რომ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება კი არა, ან რთულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა კი არა (ვადამდელი და პოლიტპატიმრები), ოცნება მზად არაა არანაირ კომპრომისზე შარლ მიშელის არც ერთ პუნქტთან მიმართებაში

რადგან ნებისმიერი კომპრომისი მათი გადმოსახედიდან აღიქმება როგორც უკან დახევა, სისუსტის ჩვენება – და ეს კი საფრთხეა პარტიის შიდა სტაბილურობისთვის

ამიტომ შეწყდა მოლაპარაკებები

ოპოზიცია რას თმობდა, რა კომპრომისებზე იყო თანახმა და ა.შ. – მიუხედავად იმისა რომ ყოველ რაუნდზე ჩვენ ვაფიქსირებდით საკუთარ პოზიციას ყველა პუნქტთან მიმართებაში – აქამდე რეალურად საქმე არც მისულა

მედიატორებმა, ტექსტის რამდენიმეჯერ მნიშვნელოვანი გაუარესების მიუხედავად ვერ მოახერხეს ისეთი ტექსტის დადება, რომელიც მისღები იქნებოდა კობახიძის გონებაში ჩაბუდებული ბიძინასთვის

ამიტომ, კამერების ან ფბ აუდიტორიის წინ მასტურბაციას თუ თავს დავანებებთ, ოპოზიციისკენ ხელის გამოშვერას ამ სიტუაციაში სულ რამდენიმე ახსნა აქვს:

ან საერთოდ არ გესმის რა მოხდა

ან პარლამენტში შესვლის სურვილით ან სხვა მიზეზით ძალით იბრმავებ თავს

ორივე შემთხვევაში დედამიწა შენს გარშემო ტრიალებს”-წერს ზურა ჯაფარიძე.